ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა

14:37, 07.02.2025

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა. ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

ფაშინიანის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თეთრ სახლში შედგა.

„მქონდა გაცნობითი შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეიმს დევიდ ვენსთან თეთრ სახლში. კარგი საუბარი გვქონდა“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი და ჯეი დი ვენსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მსგავსი