ნიკოლ ფაშინიანი - უსაფრთხოების სფეროში რუსეთი უმთავრესი პარტნიორია
ნიკოლ ფაშინიანი - უსაფრთხოების სფეროში რუსეთი უმთავრესი პარტნიორია

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით ნომერ პირველ პარტნიორად რუსეთის ფედერაცია დაასახელა.

„რუსეთთან გვაქვს შეთანხმებები ჯარების ერთიანი დაჯგუფებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ და ეს შეთანხმებები გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს“, – განაცხადა ფაშინიანმა ერევანში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მისი თქმით, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ არის უსაფრთხოების უმთავრესი სისტემა, რომელშიც სომხეთის რესპუბლიკა მონაწილეობს და ეს მიდგომა უნდა იყოს დაცული.