ნიკოლ ფაშინიანი - თურქეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებში პირდაპირ არიან ჩართული
ნიკოლ ფაშინიანი - თურქეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებში პირდაპირ არიან ჩართული

თურქეთის შეიარაღებული ძალები საომარ მოქმედებებში პირდაპირ არიან ჩართული, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა The Globe and Mail – თან ინტერვიუში განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, თურქეთის მოკავშირე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა ახსნან, რატომ ბომბავენ „F-16“-ები მთიან ყარაბაღში სოფლებს და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს.

„თურქეთის სამხედრო პერსონალი და შეიარაღებული ძალები პირდაპირ არიან ჩართული საომარ მოქმედებებში. თურქეთის ნატო-ს მოკავშირეებმა უნდა ახსნან, ეს „F-16“- ები რატომ ბომბავენ მთიან ყარაბაღში ქალაქებს, სოფლებს და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, ფაშინიანი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, თურქეთისთვის იარაღის მიყიდვის საკითხს გადახედონ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, თურქეთის მოქმედება მთელი საერთაშორისო საზოგადოების განხილვის საგნად უნდა იქცეს.