ნიკოლ ფაშინიანი სტივ უიტკოფს შეხვდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა და სტივ უიტკოფმა სომხურ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებასა და შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის მონაწილეობით დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე.
მანამდე სტივ უიტკოფს აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლებს.