ნიკოლ ფაშინიანი - ყარაბაღში რუსი სამხედროების ყოფნა ხუთი წლით არ შემოიფარგლება
ნიკოლ ფაშინიანი - ყარაბაღში რუსი სამხედროების ყოფნა ხუთი წლით არ შემოიფარგლება

ყარაბაღში რუსი სამხედროების ყოფნა ხუთი წლით არ შემოიფარგლება. ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

„ხუთი წლის განმავლობაში ცხადია, უნდა მოესწროს რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიების შექმნა, მაგრამ ვინაიდან ყარაბაღის კონფლიქტი გაჭიანურებულია, მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მშვიდობისმყოფელების რეგიონში ყოფნა ხუთწლიანი ვადით შემოიფარგლება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, 9 ნოემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში გაწერილი ხუთწლიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში უნდა დარჩნენ, „პროცესის დასაწყისია“.

„ახლა მთავარია მთიან ყარაბაღში სტაბილურობის შენარჩუნება და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. იმედი მაქვს,რომ რუსი სამშვიდობოები წარმატებულად იმოქმედებენ და ამ მისიას რეალურად შეასხამენ ხორცს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

დატოვე კომენტარი