ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში ივლისის დასაწყისთან შედარებით, კორონავირუსის კუთხით ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში ივლისის დასაწყისთან შედარებით, კორონავირუსის კუთხით ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

ივლისის დასაწყისთან შედარებით, სომხეთში კორონავირუსის კუთხით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ბოლო 4-5 დღის მონაცემების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი, მაისის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, ეს შედარება შეფარდებითია, რადგან სამწუხაროდ, მონაცემების სტატისტიკა შემცირდა არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ გარდაცვალების გამოც“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ნათელია, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება დაკავშირებულია პანდემიის საწინააღმდეგო ზომების გატარებასთან, რომლის მთავარი კომპონენტიც ნიღბების ტარებაა.

„თუ მოვდუნდებით, შესაძლოა, ძალიან მალე დავუბრუნდეთ კრიზისულ სიტუაციას“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინინმა.

29 ივლისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“ ჯამში 37 937 ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი, ქვეყანაში 723 ადამიანია გარდაცვლილი.