ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთმა დაასრულა სამშვიდობო შეთანხმების პროექტის მორიგ ეტაპზე მუშაობა და წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთმა დაასრულა სამშვიდობო შეთანხმების პროექტის მორიგ ეტაპზე მუშაობა და წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა

სომხეთმა დაასრულა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტის მორიგ ეტაპზე მუშაობა და თავისი წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა, – ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ წინადადებებზე, მხედველობაში უნდა გვქონდეს სრულფასოვანი დოკუმენტის პროექტი ჩვენი წინადადებებით. დოკუმენტი გადაეცა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებსაც. ჩვენ პროექტზე ვმუშაობთ შემდეგი პრინციპიდან გამომდინარე – უნდა მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იყოს მისი ხელმოწერა. გასაგებია, რომ ეს დოკუმენტი უნდა იყოს მისაღები აზერბაიჯანისთვისაც. ვიმედოვნებთ, მოლაპარაკებების სამი ეტაპის შედეგებით მიღწეული პროგრესის განვითარება იქნება შესაძლებელი. ჩვენი ხედვა არის შემდეგი: დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შეთანხმებების ისეთ ლოგიკას, შეკავებებისა და ბალანსის ისეთ სისტემას, რომელიც გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის დარღვევის ნებისმიერ სცენარს გამორიცხავს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერა უნდა ნიშნავდეს არა ომის დაწყებას, არამედ გრძელვადიან მშვიდობას.

როგორც პრემირმა განაცხადა, ახალი სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს გრძელვადიანია და სტაბილური მშვიდობის გარანტი.

„ვადასტურებ პირად ჩემ და მთავრობის მზადყოფნას, ხელი მოვაწერო სწორედ ასეთ შეთანხმებას. მზად ვარ, ავიღო ასეთი პასუხსიმგებლობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.