ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მთავრობის 2021-2026 წლების პროგრამას წარადგენს
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მთავრობის 2021-2026 წლების პროგრამას წარადგენს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მთავრობის 2021-2026 წლების პროგრამას წარადგენს.

ფაშინიანის განცხადებით, იმ ფონზე, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონის 44-დღიანი ომის მძიმე შედეგებს სომხური მხრიდან 3 773 ადამიანი ემსხვერპლა, 243 ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება, ზოგიერთი სომეხი ტყვე ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულა, არის ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, არსებობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში, აუცილებელია მთავრობის პროგრამის განხილვა.

პროგრამა ექვსი ნაწილისგან შედგება – უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ადამიანური კაპიტალის განვითარება, სამართალი, მართლმსაჯულება და ინსტიტუციური განვითარება.