ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის, ტყვეების ნაცვლად აზერბაიჯანს გადასცეს დანაღმული ველების შესახებ რუკები
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის, ტყვეების ნაცვლად აზერბაიჯანს გადასცეს დანაღმული ველების შესახებ რუკები

სომხეთის რესპუბლიკა მზად არის, ტყვეების ნაცვლად აზერბაიჯანს გადასცეს დანაღმული ველების შესახებ რუკები. აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

სომეხი ლიდერის თქმით, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მე-8 პუნქტის გათვალისწინების მიუხედავად, აზერბაიჯანულ მხარეს სამშობლოში ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია ყველა სომეხი პატიმარი.

ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ოფიციალური ერევნის მზადყოფნა აზერბაიჯანს გადასცეს დანაღმული ველების შესახებ ის რუკები, რომელიც მისი უსაფრთხოების ინტერესებშია.