ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად

სომხეთი მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება ერევნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია და აზერბაიჯანთან მიმდინარე ყველა მიმდინარე დისკუსია შეიძლება, ამ კუთხით განიხილებოდეს.

ფაშინიანის თქმით, საინფორმაციო ქაოსის გამო, როგორც ჩანს, სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის წინააღმდეგია, მაგრამ მისი განცხადებით, ეს ასე არ არის.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთი აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის გახსნაზე შეთანხმდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თურქეთთან სამომავლო ურთიერთობებზეც და აღნიშნა, რომ თუ სომხეთ-თურქეთის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ისაუბრა მოსკოვში გამართულ ე.წ. 3+2-ის ფორმატით ჩატარებულ შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრიდან დადებითი შთაბეჭდილება აქვს, რაც არ ნიშნავს, რომ რისკები არ არის.

„ზოგადად „3+2“ ფორმატი შეესაბამება მთავრობის პროგრამის პოზიციას, რომ ჩვენ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ რეგიონულ საუბრებში. თუ ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანთან, მაშინ ჩვენ უკვე მოვილაპარაკებთ თურქეთთან. ჩვენი დიალოგი ირანთან მუდმივია. რუსეთის ფედერაცია ჩვენი მუდმივი პარტნიორია. ალოგიკური იქნება, რომ ამ გარემოში არ გვსურდეს საუბარი, თუ ყველასთან ცალ-ცალკე ვსაუბრობთ“, – თქვა ფაშინიანმა.

დატოვე კომენტარი