ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისთვის მზადაა
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისთვის მზადაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანი ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ოფიციალური ერევანი მშვიდობისა და სამშვიდობო შეთანხმების დადების წინააღმდეგია.

„სომხური მხარე უკვე არაერთხელ მიესალმა ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეების 13 აპრილის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საკითხის საბოლოო, ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების პროცესს მხარეებისთვის კარგად ცნობილი პრინციპების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე საუბრობს დერეფანზე, რათა ჩაშალოს სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მუშაობა რეგიონული კომუნიკაციების გახსნასთან დაკავშირებით.

„აზერბაიჯანი აკეთებს განცხადებებს დერეფნის შესახებ, რათა ჩაშალოს სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მუშაობა რეგიონული კომუნიკაციების გახსნასთან დაკავშირებით. ოფიციალური ბაქო ცდილობს, განაგრძობს სომხეთის 30-წლიანი ბლოკადის პოლიტიკა, მაგრამ ჩვენ სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე არსებული ჯგუფის ფარგლებში ვაგრძელებთ მუშაობას ამ ბლოკადის მოსახსნელად. პარტნიორების დახმარებით შევძლებთ რეგიონული კომუნიკაციების გახსნას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულების თქმით, „აზერბაიჯანი ასევე ცდილობს, სიტუაცია წარმოაჩინოს ისე, რომ ოფიციალური ერევანი ეწინააღმდეგება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის სამუშაოებს, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა და ბაქო კონკრეტული ქმედებებით ამართლებს აზერბაიჯანული შეირაღებული ძალების ყოფნას სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე“.