ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი დაინტერესებულია და სურს რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ჩარჩოებში
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი დაინტერესებულია და სურს რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ჩარჩოებში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა ერევნის დაინტერესება სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო გზებისა და კომუნიკაციების გახსნის მიმართ. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში ყველა განხილვა აზერბაიჯანთან ხდება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ჩარჩოებში.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„სომხეთი დაინტერესებულია და სურს რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა, მათ შორის სომხეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანში სომხეთის ტერიტორიის გავლით, ორმხრივი ვაჭრობისა და საერთაშორისო კავშირის – სომხეთიდან მესამე ქვეყნებში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანიდან მესამე ქვეყნებში სომხეთის ტერიტორიის გავლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვაჩვენებთ მუდმივ დაინტერესებას და მზაობას. ჩვენს ყველა განხილვაში მკაფიოდ იკვეთება, რომ ჩვენ განვიხილავდით, ამჟამად და მომავალშიც განვიხილავთ ყველა ამ პროცესს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ჩარჩოებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დავაფიქსიროთ, რადგან ნებისმიერი განხილვა ხდებოდა და მომავალში მოხდება სწორედ ამ კონტექსტში. ჩვენ არასდროს გაგვიმართავს განხილვები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ამ პრინციპებს“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.