ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი და რუსეთი სირიაში ერთობლივ ჰუმანიტარულ პროგრამას განახორციელებენ
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი და რუსეთი სირიაში ერთობლივ ჰუმანიტარულ პროგრამას განახორციელებენ

სომხეთი და რუსეთი სირიაში ერთობლივ ჰუმანიტარულ პროგრამას განახორციელებენ, – ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება ჰუმანიტარული პროგრამა, რომელსაც არ ექნება სამხედრო კომპონენტი.

ამას გარდა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე რუსული გაზის ფასწარმოქმნის პროცესის შესახებ ისაუბრა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთს ბუნებრივ აირს დაბალი ტარიფით აწვდის, თუმცა მომხმარებლები ამას ვერ გრძნობენ. მისი თქმით, ამის მიზეზი შესაძლოა კორუფცია იყოს.

შეგახსენებთ, რუსული „გაზპრომისგან“ გაზს სომხური კომპანია „გაზპრომ სომხეთიდან“ იღებს, რომელიც პასუხისმგებელია ბუნებრივი აირის განაწილებასა და ფასზე.

ფაშინიანმა ასევე განცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, „კოლექტიური თავდაცვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციაში“ აზერბაიჯანის გაწევრიანების შესახებ არ უსაუბრიათ. მისივე თქმით, თუ ბაქო ამ ორგანიზაციის წევრობის სურვილს გამოთქვამს, „ნათელია, რა პოზიცია ექნება ერევანს“.

ფაშინიანის განცხადებით, პუტინთან მოლაპარაკებების დროს რუსეთთან სამხედრო თანაშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს და შესაბამისი უწყებები კონკრეტული პროგრამების განხორციელებაზე იმუშავებენ.

რუსეთში სამუშაო ვიზიტის დროს ფაშინიანი ასევე შეხვდა სომეხ ბიზნესმენს და სომხეთს ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა.

დატოვე კომენტარი