ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი აზერბაიჯანთან არსებული სასაზღვრო მონაკვეთიდან ჯარების გასაყვანად მზადაა
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი აზერბაიჯანთან არსებული სასაზღვრო მონაკვეთიდან ჯარების გასაყვანად მზადაა

არსებული სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სომხეთი აზერბაიჯანთან არსებული სასაზღვრო მონაკვეთიდან ჯარების გასაყვანად მზადყოფნას გამოთქვამს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეების განცხადებას მივესალმები. ეს ჩვენთვის ფუნდამენტურად მისაღებია. მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავიწყოთ ჯარების გაყვანა და იმავეს ველით „მინსკის ჯგუფის“ მცდელობებზე, რათა ანალოგიური ქმედებები აზერბაიჯანმაც განახორციელოს“, – განცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ოფიციალური ერევანი მზადაა ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ დახმარებით, დაიწყოს სამუშაოების შესრულება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციისთვის და ამავე დროს, სომხური მხარე ამ ორგანიზაციის ეგიდით, მთიანი ყარაბაღის რეგიონის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებას ელის.

დატოვე კომენტარი