ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ შეთქმულებაში
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ შეთქმულებაში

სომხეთი არასდროს მონაწილეობდა და არასდროს მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ შეთქმულებაში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ლიეტუვაში ვიზიტის დროს განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთი არასდროს დაივიწყებს, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ირანი სომხეთისთვის სასიცოცხლო გზას წარმოადგენდა.

ფაშინიანის განცხადებით, ირანში გარკვეული ჯგუფები დროდადრო ცდილობენ, ადგილობრივ პრესაში გამოაქვეყნონ ცნობები, რომ სომხეთი ირანის წინააღმდეგ შეთქმულებაშია ჩართული, თუმცა ირანის ხელისუფლებამ იცის, რომ ეს ტყუილია.