ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნის ინიციტივით გამოვიდა
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნის ინიციტივით გამოვიდა

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნის ინიციტივით გამოვიდა.

ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ამავე გამოსვლაში ფაშინიანმა განაცხადა, რომ გეღარქუნიკის რაიონში სიტუაცია დაძაბული და „არსებობს მასშტაბური კონფლიქტის საფრთხე“

„ჩვენ გამოვდვართ ინიციატივით, რომ შეიარაღებული ძალების ქვედანადყოფები დაუბრუნდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებს. ამის ნაცვლად საერთაშორისო დამკვირვებლები რუსეთიდან ან ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომრე ქვეყნებიდან განლაგდნენ სავარაუდო საზღვრის გასწვირვ. დამკვირვებლების ყოფნა აუცილებელია, რათა მხარეები დარწმუნდნენ, რომ ორივე მათგანი ასრულებს შეთანხმებას, ანუ არ მოჰყავს სამხედრო ძალები საზღვართან ახლოს. ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრის სოთქი-ხოზნავარის ნაწილზე, რადგან დაძაბულობა სწორედ ამ ნაწილზე გაიზარდა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 მაისის შემდეგ დაძაბულია. ერევანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და ახლაც სომხეთის ტერიტორიაზე რჩებიან, რასაც ბაქოში უარყოფენ.

27 მაისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დააკავეს ექვსი სომეხი სამხედრო მოსამსახურე. ბაქოში ამტკიცებენ, რომ მათ აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. სომხეთში სამხედროების დაკავების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ ისინი სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.