ნიკოლ ფაშინიანი – სომხები საბჭოთა ნოსტალგიას უკან იტოვებენ

13:48, 27.08.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხები საბჭოთა ნოსტალგიას უკან იტოვებენ.

მისივე თქმით, 2018-2025  წლებში სომხეთში მსხვილი ინვესტიციები, საბჭოთა სომხეთის ყველაზე აქტიურ საინვესტიციო პერიოდს – 1981-1988 წლებში დაფიქსირებულ მოცულობას, აღემატება.

ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 2025 წელს სომხეთში ბინების მშენებლობამ ასევე გადააჭარბა საბჭოთა პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

„მე ამას მნიშვნელოვნად მივიჩნევ, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საწყისი ემოციური რეაქციების შემდეგ, ჩვენს ხალხს ძალიან სწრაფად გაუჩნდა საბჭოთა კავშირის ნოსტალგია. ეს დაკავშირებული იყო იმ ფაქტთან, რომ დამოუკდებლობის შემდეგ ხალხმა დაინახა, როგორ ნადგურდებოდა გზები მშენებლობის ნაცვლად, როგორ ინგრეოდა საბავშვო ბაღები მშენებლობის ნაცვლად და როგორ ინგრეოდა სკოლები მშენებლობის ნაცვლად. და საკითხი მხოლოდ ციფრებში არ არის. ვფიქრობ, ამ გზით ჩვენი ხალხიც უკან იტოვებს საბჭოთა კავშირის ნოსტალგიას, რადგან ხვდებიან, რომ სომხეთის რესპუბლიკა, მათივე სახელმწიფო, წინ ხედვისკენ უბიძგებს და არა უკან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი