ნიკოლ ფაშინიანი სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციას მიესალმება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 1915 წელს სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას მიესალმა.
ნიკოლ ფაშინიანმა კონგრესში გამართულ კენჭისყრას და მის შედეგს „ისტორიული“ უწოდა.
„მივესალმები აშშ-ის კონგრესში გამართულ ისტორიულ კენჭისყრას, რომლის შედეგადაც აღიარებული იყო სომეხთა გენოციდი. ეს რეზოლუცია არის სამართლიანობის დადგენისა და ისტორიული სამართლიანობისკენ გადადგმული თამამი ნაბიჯი. ის შვებას მოჰგვრის სომხების ბევრ შთამომავალს, რომლებიც გენოციდს გადაურჩნენ“, – დაწერა სომხეთის პრემიერ მინისტრმა „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატამ 29 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც 1915 წელს სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად არის აღიარებული.
I salute the US Congress historic vote recognizing the Armenian Genocide. Resolution 296 is a bold step towards serving truth and historical #justice that also offers comfort to millions of descendants of the Armenian Genocide survivors.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) 29 October 2019