ნიკოლ ფაშინიანი სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა

სოჭში სომხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა.

ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობები ისევე თანმიმდევრული იქნება, როგორც ეს ადრე იყო.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სომხეთი რეგიონში უახლოესი პარტნიორი და მოკავშირეა როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების კუთხით.

სწორედ ამიტომ რუსეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაძლიერდება კიდეც. თავის მხრივ, ნიკოლა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მოკავშირეობრივი, სტრატეგიული ურთიერთობები განხილვას არ საჭიროებს, რადგან ამ საკითხზე მათ კონსენსუსი აქვთ. თუმცა არსებობს საკითხები,რომელთა განხილვაც საჭიროა.