ნიკოლ ფაშინიანი - შიდა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მიმდინარე მოვლენებზე პირველი რეაგირება კონსოლიდაცია უნდა იყოს
ნიკოლ ფაშინიანი - შიდა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მიმდინარე მოვლენებზე პირველი რეაგირება კონსოლიდაცია უნდა იყოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი გეღარქუნიკის რაიონის სოფელ ქუტში ჩავიდა.

ადგილზე ვითარების შესწავლამდე ფაშინიანი სოფლის მოსახლეობას გაესაუბრა.

„არსებულ ვითარებაში ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც ბაქო ხედავს, რომ შეიძლება, ერთმანეთს დაგვაპირისპიროს, მეტად შთაგონებულია. შიდა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მიმდინარე მოვლენებზე პირველი რეაგირება კონსოლიდაცია უნდა იყოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის თავადაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს დილით, გეღარქუნიქის რაიონში, აზერბაიჯნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ალყაში მოაქციეს და შემდეგ ტყვედ აიყვანეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ექვსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, ტარდება ყველა ზომა სომეხი ჯარისკაცების უკან დასაბრუნებლად.

ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც. სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, ქალბაჯარის რაიონში, სოფელ იუჰარ-აირიმის მიმართულებით სცადა შეჭრა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, შესაბამისი ზომების მიღების შედეგად, დააკავეს მოწინააღმდეგის ექვსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე მიმავალი მომარაგების ხაზების დანაღმვას გეგმავდნენ.