ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შთამაგონებელი შეხვედრა მქონდა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შთამაგონებელი შეხვედრა მქონდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ ფაშინიანმა „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა.

„ნამდვილად შთამაგონებელი შეხვედრა მქონდა მის უწმინდესობასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. არსებობს მკაფიო შესაძლებლობა, რათა დავგეგმოთ ჩვენი ქვეყნების მომავალი ერთად, მიუხედავად ყველა არსებული საფრთხისა რეგიონში“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.