ნიკოლ ფაშინიანი - საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს თამაშობს სომხეთ-ევროპულ ურთიერთობებში
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს თამაშობს სომხეთ-ევროპულ ურთიერთობებში

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში. ამის შესახებ ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს თამაშობს სომხეთ-ევროპულ ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ არსებული სიტუაციით. მიგვაჩნია, რომ ეს მდგომარეობა უნდა დარეგულირდეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის პრემიერის თქმით, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებულ ურთიერთობებთან კავშირი არ აქვს.

მისი განცხადებით, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

„სხვა სცენარი, უბრალოდ, არ შეიძლება, არსებობდეს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.