ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით პარიზსა და ბრიუსელში ჩავა
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით პარიზსა და ბრიუსელში ჩავა

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით 1-2 ივნისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო არმენპრესი პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

პირველ ივნისს, ნიკოლ ფაშინიანი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე რიშარ ფერანს და სენატის თავმჯდომარე ჟერარ ლარშეს შეხვდება. 2 ივნისს ფაშინიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდება.