ნიკოლ ფაშინიანი საგამოძიებო კომიტეტში უკანონო მოსმენების საქმეზე დაკითხეს
ნიკოლ ფაშინიანი საგამოძიებო კომიტეტში უკანონო მოსმენების საქმეზე დაკითხეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საგამოძიებო კომიტეტში უკანონო მოსმენების საქმეზე დაკითხეს, – ამის შესახებ სომხურ გამოცემა „ნიუს ამს“ საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს.

საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების მთავარი სამმართველო 2018 წლის სექტემბერსა და დეკემბერში გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრების საქმეს იძიებს.

მედიის ინფორმაციით, სატალეფონო საუბარში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი დირექტორი არტურ ვანეციანი და სომხეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი სასუნ ხაჩატურიანი მონაწილეობენ და მოსამართლეების საქმიანობაში შესაძლო ჩარევის საკითხს განიხილავენ.