ნიკოლ ფაშინიანი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხეს
ნიკოლ ფაშინიანი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხეს. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავად დაწერა. ამასთან, პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა საქმეზე დაიკითხა.

„პირველად სომხეთის ისტორიაში, ქვეყნის მოქმედი ხელმძღვანელი საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადდა და გამომძიებლის კითხვებს მის კაბინეტში პასუხობს“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხური მედიის ცნობით, საგამოძიებო კომიტეტის შენობიდან გამოსულ პრემიერს ჟურნალისტებთან საქმის დეტალებზე არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ ინფორმაცია ოფიციალურ პრესრელიზში გამოქვეყნდება.

ადგილობრივი სააგენტოების ინფორმაციით, ფაშინიანის გამოკითხვა დაახლოებით 40 წუთი გრძელდებოდა.