ნიკოლ ფაშინიანი - საერთაშორისო საზოგადოებამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს და ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს
ნიკოლ ფაშინიანი - საერთაშორისო საზოგადოებამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს და ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტელეკომპანია „ევრონიუსთან“ ინტერვიუში საერთაშორისო საზოგადოებას მთიანი ყარბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის მხარეს ტერორისტული დაჯგუფებები იბრძვიან, რომლებიც ჩართულები არიან საომარ მოქმედებებში, ისინი კონფლიქტის ზონაში თურქეთმა ჩაიყვანა.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვიდრე თქვენ გესაუბრებით, მთიან ყარაბაღში სომხები ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგანან, რადგან ქალაქები და სოფლები მუდმივად იბომბება, ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ ამ სიტუაციაში გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს და აღიაროს ყარაბაღის დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.