ნიკოლ ფაშინიანი – რუსული სამხედრო ბაზა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, თუ გადაწყვეტენ მის გაყვანას, წინააღმდეგი არ ვიქნებით

13:42, 03.09.2026

რუსული სამხედრო ბაზა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, თუ ისინი მის გაყვანას გადაწყვეტენ, წინააღმდეგი არ ვიქნებით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთს ბაზის საკითხი არასდროს დაუყენებია.

„ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არასდროს დაგვიყენებია სომხეთში განლაგებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის საკითხი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მის ყოფნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. რუსეთი თუ გადაწყვეტს თავისი სამხედრო ბაზის სომხეთის რესპუბლიკიდან გაყვანას, წინააღმდეგი არ ვიქნებით. თუმცა, დარჩენის სურვილი თუ გამოითქმება, მზად ვართ, ეს საკითხიც განვიხილოთ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ეს საკითხი არასდროს დაგვიყენებია“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირველ სექტემბერს განაცხადა, სომხეთის ხელისუფლება თუ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზა საჭირო აღარ არის, მოსკოვი სომხეთს დატოვებს.

მსგავსი