ნიკოლ ფაშინიანი – რუსეთთან კავშირი სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია

17:14, 18.08.2021

სომხეთის პრემიერ მინისტრის თქმით, რუსეთთან კავშირი სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული კავშირი და სომხეთის წევრობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. ეს პუნქტები შევა ჩვენს პროგრამაში“, – განაცხადა ფაშინიანმა

მისივე თქმით, სომხეთის ახალი მთავრობის პრიორიტეტი ასევე არის ყველა სატრანსპორტო კვანძის გახსნა.

„სომხეთი მზადაა, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, რათა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდეს“, – განაცხდა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განცხადებით, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ასევე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საკითხის გადაჭრა სამთავრობო პროგრამის ძირითადი პუნქტია.

სომხეთის ახალი მთავრობა თავის პროგრამას პარლამენტს 24 აგვისტოს წარუდგენს.

მსგავსი