ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში სამრეწველო გამოფენის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს

16:27, 06.07.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ფაშინიანი მონაწილეობს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მიმდინარე საერთაშორისო სამრეწველო გამოფენაში „ინიპრომ 2026“.

სომხეთის პრემიერის სიტყვით გამოვიდა გამოფენის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე –  „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“.

სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიური განვითარების მთავარი ორიენტირი კვლავ ადამიანი უნდა იყოს, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანები ყოველდღიური ერთფეროვანი სამუშაოსგან უნდა გაათავისუფლოს და მას სიკეთე მოუტანოს.

ფაშინიანის თქმით, დღეს გლობალური ინდუსტრია ღრმა ტრანსფორმაციის ფაზას გადის, სადაც სამეცნიერო განვითარება, დიგიტალიზაცია, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიზის ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

ამასთან, ფაშინიანის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის პრემიერ-მინისტრთნ, მიხაილ მიშუსტინთან.

ცნობისთვის, სომხეთში 7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს რუსეთში ფაშინიანის პირველი ვიზიტია.

მსგავსი