ნიკოლ ფაშინიანი - როგორც ხედავთ, კარაპეტიანის ადგილს ახლა ჩემი ზურგჩანთა იკავებს
ნიკოლ ფაშინიანი - როგორც ხედავთ, კარაპეტიანის ადგილს ახლა ჩემი ზურგჩანთა იკავებს

„რესპუბლიკელებმა“ თქვეს, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ როგორც ხედავთ კარაპეტიანის ადგილს ჩემი ზურგჩანთა იკავებს, – ამის შესახებ სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფაშინიანი ამ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანთან ერთად უნდა ყოფილიყო, თუმცა კარაპეტიანი შეხვედრაზე არ მივიდა.

„გუშინ თუ გუშინ წინ „რესპუბლიკელებმა“ თქვეს, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ როგორც ხედავთ, კარენ კარაპეტიანის ადგილს ახლა ჩემი ზურგჩანთა იკავებს. ჩვენი პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ნათელია. თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი გახდება პრემიერ-მინისტრი, კრიზისი ამით არ დასრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან დემონსტრაციებს და ვეცდებით, რესპუბლიკელებს, მაგალითად, კარაპეტიანს, ავუხსნათ, რომ მას პოლიტიკური სიტუაცია არ ესმის, ისევე როგორც ეს ავუხსენით სერჟ სარგსიანს“, – განაცხადა ფაშინიანმა.