ნიკოლ ფაშინიანი - როდესაც შენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნომერ პირველი ინსტრუმენტი არმიაა, მაშინ უსაფრთხოება არ გაქვს
ნიკოლ ფაშინიანი - როდესაც შენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნომერ პირველი ინსტრუმენტი არმიაა, მაშინ უსაფრთხოება არ გაქვს

როდესაც შენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნომერ პირველი ინსტრუმენტი არმიაა, მაშინ უსაფრთხოება არ გაქვს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ყოვლისმომცველი უსაფრთხოება და კონფრონტაცია – 2025“ განაცხადა.

„არმია არ უნდა იყოს მეორე, მესამე, მეოთხე ან მეხუთე ინსტრუმენტიც კი; არმია უსაფრთხოების თვალსაზრისით ბოლო უნდა იყოს. ჩვენ ვერც კი შევამჩნიეთ, რა ტვირთი დავაკისრეთ ჩვენს ჯარისკაცს მხრებზე.

თუ გვინდა, რომ არმიამ დაგვიცვას, ჩვენც უნდა დავიცვათ არმია; თუ გვინდა, რომ ჯარისკაცმა დაგვიცვას, პირველ რიგში, ჯარისკაცი უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.