ნიკოლ ფაშინიანი - ქოჩარიანის ბლოკმა და კარაპეტიანის პარტიამ პარლამენტში შესვლა ვერ უნდა შეძლონ, ეს სულ უფრო რეალისტური პოლიტიკური მიზანი ხდება
ნიკოლ ფაშინიანი - ქოჩარიანის ბლოკმა და კარაპეტიანის პარტიამ პარლამენტში შესვლა ვერ უნდა შეძლონ, ეს სულ უფრო რეალისტური პოლიტიკური მიზანი ხდება

„ყოფილებისა და ახლანდელების“ დაპირისპირების დასასრულებლად ქოჩარიანის ბლოკმა და კარაპეტიანის პარტიამ პარლამენტში შესვლა ვერ უნდა შეძლონ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ოპოზიცია გააკრიტიკა დებატებზე დასწრებისა და შემდეგ სხდომის დატოვების გამო.

ფაშინიანის განცხადებით, ამ ტაქტიკას ოპოზიციონერები ხელფასების შესანარჩუნებლად იყენებენ.

„ამრიგად, ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს „ყოფილი-ამჟმინდელის“ დაპირისპირების დაძლევის აუცილებლობას. ახლა უკვე ნათელია, მისი დაძლევის მხოლოდ ერთი გზა და მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობს. ამისთვის, პარტია „ძლიერმა სომხეთმა“ და ბლოკმა „სომხეთმა“ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში საპარლამენტო ბარიერის გადალახვა ვერ უნდა შეძლონ. ყოველი გასული დღის შემდეგ სულ უფრო რეალისტური პოლიტიკური მიზანი ხდება“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხური მედიის თანახმად, „ყოფილებისა და ამჟმინდელების“ დებატები სომხეთის შიდა პოლიტიკაში 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ არსებული ნარატივია, რაც ასახავს მკვეთრ განხეთქილებას ფაშინიანის მთავრობასა და მეორე და მესამე პრეზიდენტების, რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარგსიანის ადმინისტრაციებს შორის.