ნიკოლ ფაშინიანი - პრეზიდენტი გენშტაბის უფროსის გათავისუფლებას ხელს თუ არ მოაწერს, ეს ნიშნავს, რომ უერთდება გადატრიალებას
ნიკოლ ფაშინიანი - პრეზიდენტი გენშტაბის უფროსის გათავისუფლებას ხელს თუ არ მოაწერს, ეს ნიშნავს, რომ უერთდება გადატრიალებას

სომხეთის პრეზიდენტი გენშტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლებას ხელს თუ არ მოაწერს, ეს ნიშნავს, რომ ის უერთდება გადატრიალებას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„სომხეთის პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს ჩემს შუამდგომლობას გასპარიანის გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე. თუ არ მოაწერს, ეს ნიშნავს, რომ ის უერთდება გადატრიალებას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ფაშინიანი ალტერნატიულ ვარიანტად ონიკ გასპარიანს სთავაზობს, თავად დაწეროს განცხადება და დატოვოს თანამდებობა.

პრემიერის თქმით, გასპარიანის დანიშვნა შეცდომა იყო, თუმცა მაშინ მას ასი პროცენტით ენდობოდა.

„ონიკ გასპარიანმა დაწეროს განცხადება და წავიდეს, არ არის საჭირო ერის მუდმივად რყევა. ის ხალხი, რომელმაც ხელი მოაწერა განცხადებას, თავისი საქმით დაკავდეს, გასპარიანი კი წავიდეს, ან პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი ჩემს განცხადებას. მე არ დავუშვებ ხალხის წინააღმდეგ არმიის გამოყვანას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ონიკ გასპარიანის გადაყენებას მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც ქვეყნის შეირაღებული ძალების გენშტაბმა პრემიერის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა.

ამ განცხადებას წინ უძღვოდა გენშტაბის უფროსის მოადგილის გათავისუფლება. ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

დატოვე კომენტარი