ნიკოლ ფაშინიანი – პრეზიდენტ ერდოღანთან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა, ახლა რკინიგზის შეკეთება და გახსნა გვჭირდება
პრეზიდენტ ერდოღანთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა, ახლა რკინიგზის შეკეთება და გახსნა გვჭირდება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერევანი მოუთმენლად ელოდება თურქეთთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
„ახლა ჩვენ გვჭირდება ჩვენს ქვეყნებს შორის რკინიგზის შეკეთება და ხელახლა გახსნა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა, როდესაც უპასუხა კითხვას – „ანიჭებს თუ არა მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას რეგიონული კავშირის კონტექსტში?“