ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ნეიტრალური კანდიდატის დანიშვნის წინააღმდეგია
ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ნეიტრალური კანდიდატის დანიშვნის წინააღმდეგია.
როგორც ოპოზიციის ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნეიტრალურ კანდიდატზე საუბარი აბსურდულია.
„და ვინ იქნება მასზე პასუხისმგებელი. დავუშვათ, დავთანხმდით ჩვენც და რესპუბიკელებიც. პრემიერ-მინისტრმა კი დაუშვა შეცდომა, ვინ აიღებს მასზე პასუხიმგებლობას? რესპუბლიკელები, რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ? არა. ჩვენ მოგვიწევს პასუხიმგებლობის აღება. თუ პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ, პრემიერი რატომ არ უნდა იყოს ჩვენი კანდიდატი? გაგიგიათ სადმე პრემიერ-მინისტრი პასუხიმგებლობის გარეშე?“ – განაცხადა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მათი მოთხოვნები კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.
ნიკოლ ფაშინიანი პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანთან ერთად უნდა ყოფილიყო, თუმცა კარაპეტიანი შეხვედრაზე არ მივიდა.