ნიკოლ ფაშინიანი - პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს
ნიკოლ ფაშინიანი - პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს

ახალარჩეულ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად შეძლებს.

აღნიშნულის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ამრიგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, ახალარჩეულ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა (მინიმუმ 71 დეპუტატი) და ჩემი ხელმძღვანელობით შექმნის მთავრობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.