ნიკოლ ფაშინიანი – მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყებოდა, თურქეთს რომ არ ეჩვენებინა თავისი მზაობა, სრულად მიეღო მასში მონაწილეობა

22:51, 12.10.2020

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყებოდა თურქეთის მზაობის გარეშე, მასში მონაწილეობა მიეღო. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში აკრედიტირებულ დიპლომატებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ერთმნიშვნელოვნად, ეს ომი არ დაიწყებოდა, თურქეთს რომ არ ეჩვენებინა თავისი მზაობა, სრულად მიეღო მასში მონაწილეობა და შედეგად, თურქეთი სრულად არ ყოფილიყო მასში ჩართული. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, როგორც თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო სწავლების გაგრძელება“, – აცხადებს ფაშინიანი.

პრემიერის თქმით, თურქეთის ასეთი ქმედებები მის „ექსპანსიურ პოლიტიკას“ ასახავს.

მსგავსი