ნიკოლ ფაშინიანი- მთავრობასთან მოლაპარაკება უნდა მოიცავდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ფორმას

12:20, 24.04.2018

სომხეთში, ოპოზიციონერი დეპუტატისა და საპროტესტო აქციების ორგანიზატორის, ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, ხვალ მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყება. ფაშინიანის თქმით, მოლაპარაკების პროცესი უნდა მოიცავდეს ხელისუფლების გადაცემის მშვიდობიან ფორმას.

„საღამოს 19 საათზე კი მიტინგს ჩავატარებთ იმისთვის, რომ მოგიყვეთ როგორ ჩაივლის მოლაპარაკებების პროცესი. უნდა გავარკვიოთ რა ეტაპზე ვიმყოფებით და რა ქმედებით უნდა მოვახდინოთ გამარჯვების გარანტირება“,- განაცხადა ფაშინიანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ერევანში მიტინგი არ გაიმართება.

შეგახსენებთ, სომხეთში პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები  13 აპრილს დაიწყო. გუშინ  სარგსიანმა თანამდებობა დატოვა.

მსგავსი