ნიკოლ ფაშინიანი – მოხარული ვიქნები, თუ ალიანსი სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გარიცხვას გადაწყვეტს, ეს გაგვათავისუფლებდა დილემისგან, გავიდეთ, თუ არა ორგანიზაციიდან
ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ორგანიზაცია სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO) გარიცხვას გადაწყვეტს, ყოველ შემთხვევაში, ეს გაგვათავისუფლებდა დილემისგან, გავიდეთ, თუ არა ორგანიზაციიდან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტარების კითხვებზე პასუხისას, მთავრობის 2026–2031 წლების პროგრამის განხილვის ფარგლებში განაცხადა.
„ჩვენს საარჩევნო პროგრამაში მკაფიოდ წერია, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნებას არ ვაპირებთ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ CSTO-ში ჩვენს საქმიანობას არ გავააქტიურებთ. ვიცი, რომ ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს დისკუსიები და შესაძლოა, ქვეყანა გარიცხონ. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ორგანიზაცია სომხეთის CSTO-დან გარიცხვას გადაწყვეტს. ყოველ შემთხვევაში, ეს გაგვათავისუფლებს დილემისგან , გავიდეთ თუ არა ორგანიზაციიდან“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ერევანმა ორგანიზაციას ყველა კითხვით მიმართა, თუმცა პასუხები არ მიუღია, რის გამოც სომხეთის ინტერესი CSTO-ს მიმართ მთლიანად გაქრა.
„მთავრობის პროგრამაში „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ ერთხელაც კი არ არის ნახსენები, რადგან ჩვენ ყველა კითხვა დავსვით და პასუხები არ მიგვიღია. შესაბამისად, ჩვენი ინტერესი CSTO-ს მიმართ ამოიწურა“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.