ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებთან ერთად ქალაქ იჯევანისკენ მიემართება [ფოტო/ვიდეო]

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რეგიონებში საპროტესტო აქციებს მართავს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი სომხეთიდან იუწყება, ფაშინიანის მხარდამჭერთა კოლონა ერევნიდან დილით დაიძრა.

რამდენიმე წუთის წინ, ოპოზიციის ლიდერი მოსახლეობას სევანის ტბასთან შეხვდა.

საპროტესტო აქცია დაახლოებით ერთ საათში ქალაქ იჯევანში გადაინაცვლებს.