ნიკოლ ფაშინიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ოლაფ შოლცს შეხვდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სომხეთ-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. ამასთან, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ორმხრივი კავშირების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიის კანცლერს გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში არსებული სიახლეები.
ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობას.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14 თებერვალს დაიწყო და 16 თებერვალს დასრულდება. წლევანდელი კონფერენციის მთავარ თემებს უკრაინაში მიმდინარე ომი და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივები წარმოადგენს.