ნიკოლ ფაშინიანი – მინდა, მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეკომენდაცია გასცა, საქართველოს მიენიჭოს სტატუსი, წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ამ გზაზე

18:49, 10.11.2023

მინდა, მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოსადმი, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საქართველოს წარმატებებს უსურვებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება. საქართველოს ვუსურვებთ წარმატებას ამ გზაზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მსგავსი