ნიკოლ ფაშინიანი - მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით
ნიკოლ ფაშინიანი - მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებული ძალის „სამოქალაქო შეთანხმების“ შტაბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფაშინიანმა ამომრჩეველსა და საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, საქართველოს, სომხეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ასევე საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. დარწმუნებული ვარ, მომავალში საქართველოსთან ჩვენ ურთიერთობებს გავაღრმავებთ და გავაუმჯობესებთ. მინდა, ასევე მშვიდობა ვუსურვო ჩვენს რეგიონს. სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი მნიშვნელოვანი დღის წესრიგია. ჩვენი ხალხის, ჩვენი ხალხებისთვის მშვიდობის, განვითარების ეპოქის შექმნა ჩვენი პრიორიტეტია“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.