ნიკოლ ფაშინიანი - ლევონ ტერ-პეტროსიანი სომხეთის რესპუბლიკაში არჩევნების გაყალბების პრაქტიკის ფუძემდებელია და ის, რა თქმა უნდა, მხარს უნდა უჭერდეს ხალხის მოძულე გამყალბებელს, გარეგინ II-ს
ნიკოლ ფაშინიანი - ლევონ ტერ-პეტროსიანი სომხეთის რესპუბლიკაში არჩევნების გაყალბების პრაქტიკის ფუძემდებელია და ის, რა თქმა უნდა, მხარს უნდა უჭერდეს ხალხის მოძულე გამყალბებელს, გარეგინ II-ს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანისა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის შეხვედრას.

ფაშინიანის განცხადებით, ლევონ ტერ-პეტროსიანი სომხეთის რესპუბლიკაში არჩევნების გაყალბების პრაქტიკის ფუძემდებელია და ის, რა თქმა უნდა, მხარს უნდა უჭერდეს ხალხის მოძულე გამყალბებელს, როგორიც თვითონ არის.

მანამდე ეჩმიაძინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7 ივნისს სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი წმინდა მთავარ საკათედრო ტაძარს ეწვია და კათოლიკოსთან საუბარი გამართა. საუბრისას ყოფილმა პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სომეხ პატრიარქს და დაგმო ქვეყნის მთავრობის მიდგომა ეკლესიის მიმართ.