ნიკოლ ფაშინიანი - ხმა მივეცი თავისუფალ სომხეთს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას [ფოტო]
ნიკოლ ფაშინიანი - ხმა მივეცი თავისუფალ სომხეთს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას [ფოტო]

სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. მისი თქმით, ხმა მისცა თავისუფალ სომხეთს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას.

„უმოქმედობის დრო დასრულდა. დარწმუნებული ვარ, დღეს სომეხი ხალხის ხმა გაიმარჯვებს. ხმა მივეცი თავისუფალ სომხეთს, ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება სომხეთის ეკონომიკის გადატრიალება, ყველაფერი წინ გვაქვს და ყველაფერი კარგად იქნება. დღეს სომხეთი, სომეხი ხალხი გაიმარჯვებს”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო. სომხეთში ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყო და მშვიდ გარემოში მომდინარეობს.