ნიკოლ ფაშინიანი - კათოლიკოსობის კანდიდატი არ მყავს, მე მაქვს კათოლიკოსის აღწერა - კაცი, რომელიც ეკლესიას ემსახურება, ღვთისმოსავი სასულიერო პირია და არა ფარდის ქვეშ დამალული მფლანგველი
ნიკოლ ფაშინიანი - კათოლიკოსობის კანდიდატი არ მყავს, მე მაქვს კათოლიკოსის აღწერა - კაცი, რომელიც ეკლესიას ემსახურება, ღვთისმოსავი სასულიერო პირია და არა ფარდის ქვეშ დამალული მფლანგველი

სამწუხაროდ, კათოლიკოსობის კანდიდატი არ მყავს, მე კათოლიკოსის აღწერა მაქვს: კაცი, რომელსაც ღმერთის სწამს; კაცი, რომელიც იესო ქრისტეს მიმდევარია და არა თაღლითი-მევახშე; კაცი, რომელიც ეკლესიას ემსახურება, ღვთისმოსავი სასულიერო პირია და არა ფარდის ქვეშ დამალული მფლანგველი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანას ღვთისმოსავი და ღვთისმოშიში კათოლიკოსი ეყოლება.

ფაშინიანის განცხადებით, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის თვალთმაქცებისა და ფარისევლების ტყვეობიდან გათავისუფლების პროცესში, ზოგიერთი ცდილობს თურქული ან აზერბაიჯანული კვალის დანახვას და ეს თვალთმაქცობის პირდაპირი გამოვლინებაა, როდესაც ისინი „აზერბაიჯანულ“ ან „თურქულ“ არგუმენტს სომეხი საზოგადოებისგან საკუთარი უწმინდურების დასამალად იყენებენ.

„გარე ძალებს აძლევენ შესაძლებლობას, ჩაშალონ ნებისმიერი ჯანსაღი დისკურსი, შეაფერხონ ნებისმიერი რეფორმა და ჩიხში შეიყვანონ სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია. ნებისმიერი ძალისთვის, რომელსაც არ სურს სომხეთისა და სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის კეთილდღეობა, კტრიჩ ნერსისიანი და მისი მსგავსი ადამიანები, რომლებმაც შეურაცხყვეს ჩვენი ეკლესიის წმინდა ადგილები, ნამდვილი საჩუქარია. ზოგი კტრიჩ ნერსისიანის დასაცავად გამოდის. რას იცავთ, ვის იცავთ? ტყუილს, ფალსიფიკაციას, შეურაცხყოფას? ანუ, თავს იცავთ და შანსი არ გაქვთ. სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია დაუბრუნდება იესო ქრისტეს და სომეხ ხალხს. კტრიჩ ნერსისიანმა უნდა გაათავისუფლოს დედაეკლესია“, –  განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.