ნიკოლ ფაშინიანი – ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე რეაგირების აუცილებლობას ვერ ვხედავთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით რეაგირების აუცილებლობას ვერ ხედავს.
„ჩვენ ვერ ვხედავთ რეაგირების აუცილებლობას, რადგან მიგვაჩნია, რომ სომეხთა გენოციდის თემის იარაღად გამოყენებაში მონაწილეობის არმიღება სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ისრაელის მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი სომეხთა გენოციდის ოფიციალურ აღიარებას. კანონპროექტი ქნესეთის პლენარული სხდომის დღის წესრიგში იქნება შეტანილი, სადაც მას კენჭს უყრიან.