ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

12:01, 30.07.2024

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანი ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი