ნიკოლ ფაშინიანი – იმედია, საქართველოს რკინიგზის ტარიფებთან დაკავშირებული საკითხი მოგვარდება, თუ არ მოგვარდება, ლოგიკურად, ბიზნესმენები ალტერნატიულ გზებს იპოვიან

22:09, 18.12.2025

იმედია, რომ საქართველოს რკინიგზის ტარიფებთან დაკავშირებული საკითხი მოგვარდება, თუ ასე არ მოხდება, მაშინ სომხეთი და აზერბაიჯანი საქონლის ტრანზიტისთვის ალტერნატიულ გზას იპოვიან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული კითხვები ტარიფებთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი მოგვარდება.

„თუ საკითხი არ მოგვარდება, ლოგიკურად, ბიზნესმენები იპოვიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მსგავსი