ნიკოლ ფაშინიანი - გაურკვეველია, რატომ აწვდიან სომხეთის მოკავშირე ქვეყნები აზერბაიჯანს შეიარაღებას
ერევნისთვის გაურკვეველია, რატომ აწვდიან შეიარაღებას აზერბაიჯანს სომხეთის მოკავშირე ქვეყნები. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვანაძირში მიტინგის დროს განაცხადა.
ფაშინიანი მიიჩნევს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უნდა გაარკვიონ ერთმანეთის მიმართ მოკავშირეული ვალდებულებები.
იცით, რომ ბოლო დროს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში აქტიური განხილვები მიმდინარეობს, რაც მიმართულია იმის გასარკვევად, თუ რა ვალდებულებები გააჩნიათ მოკავშირე ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ. ჩვენ საბოლოოდ უნდა გავიგოთ, ვისი იმედი უნდა გქონდეს და ვისი არა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
ფაშინიანის თქმით, ერევნისთვის სრულად გასაგები არ არის, რატომ აწვდიან სომხეთის არამეგობრულად განწყობილ მეზობელს იარაღს ქვეყნები, რომლებიც შეთანხმების მიხედვით, სომხეთის მოკავშირეები არიან.
„გვინდა, გულწრფელად განვიხილოთ ეს თემა ჩვენს მოკავშირეებთან“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.